სირია

სირიის ახალი რეჟიმის პრეზიდენტმა გარდამავალი მთავრობა ჩამოაყალიბა

სირიის ახალი რეჟიმის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ ახალი გარდამავალი მთავრობა ჩამოაყალიბა.

23 კაციან კაბინეტში, რომელიც ძირითადად ალ-შარაას უახლოესი მოკავშირეებით არის დაკომპლექტებული, შედიან რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები და ერთი ქალი.

"ხალი მთავრობის ფორმირება დღეს ახალი სახელმწიფოს აშენების ჩვენი ერთობლივი ნების გამოხატულებაა" - თქვა ალ-შარაამ მინისტრების ფიცის დადების პარალელურად პრეზიდენტის სასახლეში გამოსვლისას.

მნიშვნელოვანი თანამდებობები ალ-შარაას უახლოესმა მოკავშირეებმა შეინარჩუნეს, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ასაად ალ-შაიბანი და თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე მურჰაფ აბუ ყასრა დარჩნენ.

გენერალური დაზვერვის ხელმძღვანელი და ალ-შარაას კიდევ ერთი მოკავშირე, ანას ხატაბი, შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

კაბინეტში ასევე შედის იარუბ ბადრი, ალავიტი, რომელიც ტრანსპორტის მინისტრი გახდა.

სირიის დრუზულ უმცირესობის წარმომადგენელი, ამჯად ბადრი კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს უხელმძღვანელებს.

ხანგრძლივი ოპოზიციური საქმიანობით ცნობილმა, ქრისტიანმა ქალმა და ასადის გამორჩეულმა კრიტიკოსმა, ჰინდ კაბავატმა, სოციალური საკითხებისა და შრომის მინისტრის პოსტი დაიკავა. კავაბატა ალ-შარაას მიერ თანამდებობაზე დანიშნული პირველი ქალია.

კომენტარები