ელენე გააშიშვლეს ბოლომდე, უკან შეუკრეს ხელები, გაშიშვლებული ქალი პოლიტიკოსი დააწვინეს საწოლზე და შიშველ სხეულზე მეტალოდეტექტორს ატარებდნენ. წამალზე რაც მოიგონეს, არის იმისთვის, რომ გაამართლონ გაშიშვლება, ვითომ, ნარკოტიკი ეგონათ და ეძებდნენ.
[...] დამატებით გეტყვით წამალზე, საზოგადოებამაც იცის, ბოლო წლებში ელენეს ჯანმრთელობა არ არის სრულყოფილი, მას ყოველთვის ბევრი წამალი აქვს თან, ეს წამლებიც არ მისცეს. მას ჰქონდა წნევის კრიზი რამდენჯერმე. მოყვანისასაც წნევის კრიზი ჰქონდა და აღებინებდა, საპირფარეშოში არ გაუშვეს, უთხრეს, პარკს მოგიტან და იქ არწყიე. ეს ნაცნობი პრაქტიკაა ამ ქაჯეთის ციხეში.
ითხოვა წნევის მარეგულირებელი და ახლაც არ მიუციათ, ახლაც მაღალი წნევა ჰქონდა, წამალი არ გვაქვს სამედიცინო კაბინეტში და თვითონ შემოიტანეო, ჯერჯერობით ეს ვერ მოხერხდა.





