ოპოზიციური პარტიების აკრძალვა

ბარამიძე: ნაციონალური მოძრაობა არის იდეა და არა რაღაც დოკუმენტი

მინდა ამ მოღალატეობრივ რეჟიმს ვუთხრა, რომ ნაციონალური მოძრაობა არ არის მხოლოდ იურიდიული დოკუმენტი, ნაციონალური მოძრაობა არის პირველყოვლისა ის ხალხი, რომელიც გაერთიანებულია საქართველოსთვის ყველაზე ძვირფასი იდეის გარშემო - ეს არის ერთიანი, ძლიერი, ქართული, მაშასადამე ევროპული სახელმწიფო; ეს ნიშნავს ევროკავშირსა და ნატოში წევრობას.

ნაციონალური მოძრაობა არის იდეა და არა რაღაც დოკუმენტი, ამიტომ რამდენიც არ უნდა ურტყათ წრეები, რასაც უკვე აკეთებ მე-13 წელია მას ვერ გაანადგურებთ ისევე, როგორც ვერ გაანადგურებთ ქართველ ხალხს, როგორც იმ იდეას, რომელიც არის უზენაესი, მთავარი ჩვენი ხალხისთვის, რასაც თავისუფლება ჰქვია. 

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ბარამიძემ.

27 მარტს გამართულ ბრიფინგზე ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ქართული ოცნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნაციონალური მოძრაობის და "მისი სატელიტი პარტიების" არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით მიმართავს.

კომენტარები