რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

CIA-ის დირექტორი: უკრაინელები შიშველი ხელებით იბრძოლებენ, თუ მისაღები პირობები არ ექნებათ

ვეთანხმები შეფასებებს, რომ რუსეთს ბრძოლის ველზე უპირატესობა აქვს. ის ნელა მიიწევს წინ. თუმცა ამაზე მინდა კომენტარი გავაკეთო, რათა აღვნიშნო უკრაინულ წინააღმდეგობასთან დაკავშირებით, რომ უკრაინელი ხალხი და უკრაინული ჯარი ვერ შეაფასეს სათანადოდ რამდენიმე წლის განმავლობაში. 

მე, სადაზვერვო ინფორმაციაზე დაკვირვებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი შიშველი ხელებით იბრძოლებენ, თუ საჭირო იქნება, თუ არ ექნებათ ხანგრძლივი მშვიდობისთვის მისაღები პირობები.

თქვა აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა სენატში გამართული მოსმენის დროს.

კომენტარები