ფილიპინებისა და აშშ-ს ჯარისკაცებმა სამკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს, რომლის მიზანიც ტერიტორიული თავდაცვის გაძლიერება და ფართომასშტაბიანი ძალების განლაგების მართვის სწავლებაა. ინფორმაციას ფილიპინების არმია ავრცელებს.
დაახლოებით 5 000-მდე ჯარისკაცი ფილიპინების არმიიდან და აშშ-ს წყნარი ოკეანის არმიიდან მონაწილეობას მიიღებენ საბრძოლო მოქმედებებში და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. წვრთნების მეორე ნაწილი წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.
ასევე, წვრთნები მიზნად ისახავს ორი ქვეყნის არმიების გაერთიანებული ოპერაციების გაუმჯობესებას, მასშტაბურ მანევრებს, სროლისა და ტერიტორიული თავდაცვის გაძლიერებას.
ამასთან, პენტაგონის ცნობით, აშშ-ს თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეთი მანილაში ჩასვლას ამ კვირაში გეგმავს, სადაც ფილიპინების ლიდერებს და მათ სამხედრო ძალებს შეხვდება.
აშშ-ს და ფილიპინების ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო წვრთნები 2016 წლიდან იმართება.





