ესპანეთის რამდენიმე რეგიონში ქარიშხალი Martinho-ს მიერ გამოწვეული წყალდიდობების გამო ევაკუაცია გამოცხადდა.
ბოლო ორ კვირაში ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში სტაბილურმა ნალექმა წყალსაცავებისა და მდინარეების ადიდება გამოიწვია.
ძლიერი ნალექის გამო მადრიდის მახლობლად მდებარე მეხორადა-დელ-კამპოს მუნიციპალიტეტში 48 ადამიანის ევაკუირება მოხდა.
საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ესპანეთის სხვა ქალაქებშიც.
ქალაქ ავილაში საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მდინარეები ადახა და ჩიკო ადიდდა.
იმავდროულად, ანდალუსიის რეგიონში პოლიცია კვლავ ეძებს მოტოციკლისტს, რომელიც ოთხი დღის წინ გაუჩინარდა.
ანდალუსიის შინაგან საქმეთა ხელმძღვანელმა, ანტონიო სანზმა განაცხადა, რომ 18 მარტს ანდალუსიის რეგიონის 19 მდინარე წყალდიდობის საშიშროების გამო განგაშის წითელ რეჟიმში გადავიდა.
წყლის დონის მატების გამო ანდალუსიაში 40 საავტომობილო გზისა და ზოგიერთი სარკინიგზო ხაზის დახურვა გახდა აუცილებელი.





