29 ოქტომბერს ესპანეთის ვალენსიის რეგიონში ძლიერი წვიმების შედეგად წყალდიდობას, სულ მცირე, 51 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო გზები და დასახლებები დაიტბორა. აღნიშნული ინფორმაცია ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაავრცელეს.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ძლიერი წყალდიდობის შედეგები ჩანს:
ამას გარდა, ვალენსიის რეგიონულმა ლიდერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ზოგიერთი ადამიანი ამ დრომდე მიუდგომელ ადგილებში იზოლირებული რჩება. საგანგებო სამსახურებმა მოსახლეობას გზებზე მგზავრობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.





