21 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, 75 წელი შეუსრულდა.
დაბადების დღეს ლავროვს ორი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ჯილდო გადაეცა.
ვლადიმირ პუტინმა სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის ლავროვს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენი გადასცა, რომელიც რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ჯილდოა.
გარდა ამისა, რუსეთის პატრიარქმა, კირილ I-მა საგარეო საქმეთა მინისტრს ალექსანდრე ნეველის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი მიანიჭა.
ლავროვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2004 წლის 9 მარტიდან იკავებს.