პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, პოლონეთი მზად არის განაახლოს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების წარმოება.
პოლონეთის გადაწყვეტილება უკავშირდება ბალტიისპირეთის ქვეყნების გეგმას, დატოვონ 1997 წლის ოტავას კონვენცია, რომელიც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას კრძალავს.
"პოლონეთი და ჩვენ მეზობლები არ უნდა შეიზღუდონ ისეთი კონვენციებით, რომლებიც შეაფერხებს შეკავებისა და თავდაცვით პოლიტიკას". - განაცხადა კოსინიაკ-კამიშმა.
მისი თქმით, პოლიტიკოსების როლი სამხედრო სფეროსთვის იმ "კორსეტის" მოხსნაა, რომელიც სამხედროებს დაადგეს.
"ჩვენ და ბალტიის ქვეყნები ამას ვაკეთებთ". - აღნიშნა მან.
თავდაცვის მინისტრის მტკიცებით, ოტავას კონვენციის დატოვებისთვის შესაბამისი კანონმდებლობის მიღებას რამდენიმე თვე დასჭირდება.
იარაღის მწარმოებელმა პოლონურმა კომპანია Belma-მ სააგენტო Reuters-თან აღნიშნა, რომ ის უკვე აწარმოებს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს.
ცნობისთვის, ოტავას კონვენციას ხელს160 სახელმწიფო აწერს.