რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: ტრამპთან ზაპოროჟიეს ატომური სადგურის აღდგენაში აშშ-ს როლი განვიხილეთ

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აღდგენაში აშშ-ს შესაძლო მონაწილეობის საკითხი განიხილა.

19 მარტის ბრიფინგის დროს ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა აშშ-სთვის ამ ობიექტის აღდგენაში მონაწილეობის მიღება.

"დიახ, თუ შევძლებთ მის მოდერნიზებას, ინვესტიციის ჩადებას, ამის განხილვა შესაძლებელია, თუმცა ჩვენ მხოლოდ ერთ სადგურზე ვისაუბრეთ" – თქვა ზელენსკიმ.

"წყლით მომარაგება, ტექნიკური პერსონალი და მრავალი სხვა ნაბიჯი იმისთვის, რომ 1.5 ან 2.5 წელიწადში სადგურმა ადამიანების ფულითა და ელექტროენერგიით მომარაგება დაიწყოს. ეს არის ჩემი ხედვა" - თქვა ზელენსკიმ 20 მარტ ჟურნალისტებთან ონლაინ ბრიფინგის დროს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ქვეყნების ლიდერებს შორის სატელეფონო საუბრის დროს ტრამპმა ზელენსკის შესთავაზა, რომ აშშ-მ "ელექტროენერგიისა და კომუნალური მომსახურების სფეროში თავისი გამოცდილების გათვალისწინებით შესაძლოა სადგურის მართვაში დახმარება გაუწიოს". ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ "ამ სადგურების აშშ-ს მფლობელობაში ყოფნა საუკეთესო დაცვა იქნება. 

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ქალაქ ენერჰოდარში, ზაპოროჟიეს ოლქში მდებარეობს, ხოლო უკრაინას მასზე წვდომა არ აქვს.

კომენტარები