ლარი დოლართან 1.06 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 1.93 თეთრით. ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7865 ლარია, ერთი ევროსი - 3.0470 ლარი. 18 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარი თითქმის ყველა, 42 ვალუტასთან გაუფასურდა, გამყარდა მხოლოდ იაპონიურ იენთან.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.83 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.10 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.81 ლარია, ევროსი 3.07 ლარი.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს.