ავიაკატასტროფა

შვეიცარიაში ავიაკატასტროფას სამი პირი ემსხვერპლა

შვეიცარიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას შვეიცარიის პოლიცია ავრცელებს.

მსხვერპლის იდენტიფიკაცია ჯერ არ მომხდარა, თუმცა, პოლიცია ადასტურებს, რომ კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა. 

თვითმფრინავი შვეიცარიაში დანიიდან 13 მარტს ჩაფრინდა და დაბრუნების დროს ჩამოვარდა.

 

კომენტარები