ისრაელი-ჰამასის ომი

BBC: ღაზაში ზავის გაგრძელებაზე ჰამასის "არაპრაქტიკულ" მოთხოვნებზე აშშ-მ უარი თქვა

პალესტინელმა ოფიციალურმა პირმა BBC-ს უთხრა, რომ ღაზა სექტორში მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებამდე ვერ მივიდა, რადგან აშშ-მ ჰამასი კატარში გამართულ შეხვედრებზე „სრულიად არაპრაქტიკული“ მოთხოვნების წაყენებაში დაადანაშაულა.  

მოლაპარაკებები ახალი შეთანხმების მისაღწევად მიმდინარეობდა მას შემდეგ, რაც დროებითი ზავის პირველი ფაზა 1 მარტს დასრულდა.  

აშშ-მ მხარეებს აპრილის შუა რიცხვებამდე პირველი ფაზის გაგრძელება შესთავაზა, რაც ჰამასის მიერ დაკავებული მძევლებისა და ისრაელში მყოფი პალესტინელი პატიმრების გაცვლის გაგრძელებას გულისხმობდა. თუმცა, წყარო BBC-ის უყვება, რომ ამ ისრაელსა და ჰამასს აღნიშნული შეთანხმების სხვადასხვა არსებით საკითზე უთანხმოება ჰქონდათ.

BBC-ს მიერ ნანახი ჰამასის განცხადების თანახმად, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ისრაელს ამაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 

ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისმა ადრე განაცხადა, რომ ისრაელი აშშ-ს წინადადებას დასთანხმდა. მისი თქმით, ჰამასი „რჩება თავის უარზე და არც ერთი მილიმეტრით არ იძვრის“.

კომენტარები