ისრაელი-ჰამასის ომი

ჰამასის მიერ ისრაელელი ჯარისკაცის მკვლელობის შემდეგ, ისრაელმა ღაზაში სამიზნეები დაბომბა

REUTERS/Mohammed Salem

28 ოქტომბერს, ღაზაში ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე 91 ადამიანი დაიღუპა. საჰაერო დარტყმები ღამით მოხდა, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ჰამასს ბრალი ჯარისკაცის მკვლელობაში დასდო. 

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით ამოქმედებული ზავის შემდეგ, ეს ყველაზე დიდი მსხვერპლის შემთხვევაა.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედრო ძალებს დაავალა, რომ მათ  "ღაზას სექტორში დაუყოვნებლივი და ძლიერი დარტყმები განეხორციელებინათ,"  ნათქვამია ნეთანიაჰუს ოფისის მოკლე განცხადებაში.

CNN-ის წყაროს ცნობით, ღაზაზე დარტყმების გადაწყვეტილების შესახებ ვაშინგტონი ინფორმირებული იყო.

ჰამასმა ისრაელის იერიშს "სისხლისმღვრელი დაბომბვა" უწოდა და გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ისრაელი ზავის შეთანხმებას არღვევს და რომ ამაზე პასუხად ჰამასი ისრაელის გარდაცვლილი  ჯარისკაცების ცხედრების ებრაული მხარისთვის გადაცემას შეწყვეტს.

"არაფერი არ ჩაშლის ზავს, ჰამასი განადგურებული იქნება," უთხრა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს საპრეზიდენტო თვითმფრინავში, სამხრეთ კორეისკენ მიმავალ გზაზე. 

კომენტარები