ის, რომ გვაქვს დოკუმენტი მეგობარი აქტი, რომელიც სანქცირებას ითვალისწინებს და არის ტრამპის პარტიის წარმომადგენლების მიერ ინიციირებული და უკვე ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, ის, რომ მაგალითისთვის, ჩინეთი და ირანი ტრამპისა და რუბიოსთვის არის წითელი ხაზი და არავინ აპატიებს მათ [ქართულ ოცნებას] მათთან ჩახუტებას და ანაკლიის პორტიდან ამერიკული კომპანიის გაყვანასა და ჩინური ინტერესის გაძლიერებასა და შემოყვანას.
რეალურად დღეს მოხდა ის და ეს განაცხადა პირდაპირ აშშ-ს საელჩომ, რომ მათ პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის პოზიციები გააცნეს, იმასთან დაკავშირებით, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას ქართულმა ოცნებამ კრიზისის დასაძლევად, რომლის ავტორიც სწორედ ქართული ოცნებაა.