აშშ-ს გაჩერებული და გაყინული აქვს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან, სწორედ იმიტომ, რომ ამ ე.წ. ხელისუფლებამ მიიტაცა არჩევნები, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებამ დაარბია მშვიდობიანი მოქალაქეები და იმიტომ რომ ამ ხელისუფლებამ უარყო მილიონობით ქართველის გეოპოლიტიკური და საგარეო არჩევანი. შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ელჩმა ურჩია ე.წ. მთავრობას როგორ გამოასწოროს ეს ყველაფერი, ეს ნიშნავს იმ ძირეული მიზეზების გამოსწორებას, რის გამოც დავკარგეთ ჩვენ ამერიკასთან ურთიერთობა და თავის თავში მოიცავს ახალ არჩევნებს, რეფორმას და იმ საგარეო პოლიტიკური კურსის აღდგენას, რაც ქართველ ხალხს აქვს გამოცხადებული.
tbl.ge/743f
დაკოპირდა

აცხადებს ტელეკომპანია პირველთან ძლიერი საქართველოს წარმომადგენელი, გრიგოლ გეგელია.
ამავე თემაზე
- კობახიძე აშშ-ზე: რაც გააფუჭა უსამართლობამ, შეიძლება გაასწოროს სამართლიანმა მიდგომამ
- აშშ ელის მთავრობასთან მუშაობას პარტნიორობისთვის, რომელიც სარგებელს მოიტანს – დელეგაცია
- აშშ-ს დელეგაციისთვის პატივი იყო შიო III-სთან შეხვედრა – საელჩო
- კოალიცია ცვლილებისთვის წევრები აშშ-ს სახდეპის დელეგაციას შეხვდნენ
- გამოითქვა მზაობა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის – შიო III-მ სახდეპის წარმომადგენლები მიიღო




