ალექსანდრ ლუკაშენკო

"ორეშნიკის" მისაღებად გამშვებ დანადგარებს ვამზადებთ – ლუკაშენკო მოსკოვში პუტინს შეხვდა

ალექსანდრ ლუკაშენკო

მოსკოვში ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გაიმართა.

ლუკაშენკოს თქმით ბელარუსს რუსეთისგან ორეშნიკი ჯერ არ მიუღია, მაგრამ ქვეყანა მზად არის შორი რადიუსის რაკეტების განთავსებისთვის.

"ბელარუსს ორეშნიკი ჯერ არ მიუღია. ქვეყანაში ამ დროისთვის მიმდინარეობს ორეშნიკის გამშვები დანადგარების მზადება, ველოდებით რაკეტებს რუსეთიდან". – თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა ლუკაშენკომ მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტაზე და კურსკის სამხედრო ოპერაციაზეც ილაპარაკა.

ბელარუსის პრეზიდენტის აზრით, აშშ-ს კონფლიქტის მოგვარების გეგმა არ აქვს და ვაშინგტონი უბრალოდ ნიადაგს ამზადებს.

"რა გგონიათ, ქვეყნის მხედართმთავარი (ვლადიმირ პუტინი) ასე უბრალოდ მოგზაურობს? რადგან იქ ჩავიდა (კურსკში), ხვალ აუცილებელია მთლიანად გათავისუფლდეს ტერიტორია. ხვალ. რამდენიმე დღე და (კურსკი) თავისუფალი იქნება".

კომენტარები