პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ივანიშვილის პარლამენტის ვიცე-სპიკერ თეა წულუკიანს სახელმწიფო დაცვა დაენიშნათ.
შესაბამისი განკარგულებები, რომელსაც ხელს ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე აწერს, 12 მარტით თარიღდება.
"საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს – ირაკლი ღარიბაშვილს დაენიშნოს/გაუგრძელდეს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2026 წლის 1 აპრილამდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად. დაცვის ღონისძიებათა განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა" - ნათქვამია ღარიბაშვილისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის შესახებ განკარგულებაში.
"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს − თეა წულუკიანს დაენიშნოს/ გაუგრძელდეს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2026 წლის 1 აპრილამდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად. დაცვის ღონისძიებათა განხორციელება სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა უზრუნველყოს" - ნათქვამია წულუკიანისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის შესახებ განკარგულებაში.