რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტუსკის თქმით, ერდოღანს შეხვედრაზე მოუწოდა, მეტად ჩაერთოს უკრაინაში სამშვიდობო პროცესში

პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, 12 მარტი, 2025

პოლონეთის პრემიერმინისტრის დონალდ ტუსკის თქმით, მან 12 მარტს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას თურქეთს მოუწოდა, გადამწყვეტი როლი ითამაშოს ნებისმიერ სამშვიდობო პროცესში უკრაინის შესახებ.

"მე პრეზიდენტ ერდოღანს წარვუდგინე მკაფიო წინადადება თურქეთისთვის, რათა შესაძლებლობის ფარგლებში დიდი პასუხისმგებლობა აიღოს სამშვიდობო პროცესზე, რაც მთელს ჩვენს რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს" - თქვა ტუსკმა რეპორტიორებთან საუბრისას.

"ჩვენ ვიცით, რაც უკრაინისთვის, რეგიონისთვისა და ევროპისთვის გვინდა". - დაამატა მან. 

თავის მხრივ, ერდოღანმა აღნიშნა უკრაინის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის მხარდაჭერა პოზიტიური ნაბიჯია.

"თუ ბოლო მოვლენები რუსეთსა და უკრაინას მოლაპარაკებების მაგიდაზე დააბრუნებს, ჩვენ მზად ვართ, ყველა სახის წვლილი შევიტანოთ, მათ შორის [შეხვედრების] მასპინძლობითაც". - თქვა ერდოღანმა.

კომენტარები