ლარი დოლართან 1.19 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.99 თეთრით. 12 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7775 ლარია, ერთი ევროსი - 3.0297 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.82 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.09 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.78 ლარია, ევროსი 3.04 ლარი.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს.