მზია ამაღლობელის საქმე

მედიაკოალიცია: მზია ამაღლობელის შეუპოვრობა 8 მარტის სიმბოლოა

მედიის ადვოკატირების კოალიცია 8 მარტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ფოტოსთან ერთად, რომელზეც წერია: "მზია ამაღლობელის შეუპოვრობა 8 მარტის სიმბოლოა". 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამაღლობელის ცხოვრების გზა უსამართლობასთან ბრძოლის მაგალითს წარმოადგენს.

წლევანდელი 8 მარტი საქართველოში პირველი სინდისის პატიმარი ქალის, მზია ამაღლობელის სულისკვეთებით არის შთაგონებული.

მისი ცხოვრების გზა არის მაგალითი უსამართლობასთან ბრძოლისა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და ღირსეული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის.

მზია განასახიერებს ქალებს, რომლებიც არ ნებდებიან და საკუთარი პრინციპების ერთგულებით, ჩაგვრასა და ძალადობასთან დაპირისპირების ისტორიას ქმნიან.

8 მარტი სოციალური ტრანსფორმაციის სიმბოლოა, რომელიც გვახსენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ურთიერთმხარდაჭერა და ერთსულოვნება იმ ქალების მიმართ, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ პიროვნული თავისუფლების, სამართლიანობისა და აზრის გამოხატვის უფლების დაცვის მძიმე ტვირთს.

ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება!

კომენტარები