მზია ამაღლობელის საქმე

ელჩი: ჩეხეთის საელჩო ამაღლობელის პროცესს დაესწრო - სამართალი არ შეიძლება შერჩევითი იყოს

საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ კუბერნატი წერს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ჩეხეთი საელჩო მზია ამაღლობელის პროცესს დაესწრო.

კუბერნატი წერს, რომ გააგრძელებენ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას.

"ჩეხეთის საელჩო ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომას დაესწრო. ჩვენ გავაგრძელებთ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას ჩვენი TRANSITION პროგრამით. საქართველოში სამართალი არ შეიძლება შერჩევითი იყოს!" - წერს ელჩი.

დღეს ქართული ოცნების ლიდერებმა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები სასამართლო პროცესებზე დასწრების გამო გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ეს "მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში" ჩარევაა.

კომენტარები