რუსული რეჟიმი

პაპუაშვილი: ლიტვის ელჩის სასამართლო დარბაზში ჯდომა მოსამართლეზე ზეწოლა და მუქარის შეთვლაა

კლასი არ ყოფნით, რომ მთლად ამერიკული გაქაჩონ და რითაც არიან დაკავებულები, პირდაპირ, ღიად, ლიტვის ელჩი ზის სასამართლო დარბაზში, რაც არის პირდაპირი ზეწოლა მოსამართლეზე და არის მუქარის შეთვლა ასე ვთქვათ, როდესაც დარბაზში იმყოფება ლიტვის ელჩი. იმ ქვეყნის ელჩი, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, აბსოლუტურად თვითნებურად, პოლიტიკური ვენდეტისთვის შეუზღუდა შესვლა ლიტვაში სხვადასხვა პირებს, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს 7 მოსამართლეს. ცხრას კი არა, შვიდს! რატომ შვიდს? იმიტომ, რომ ეს 7 იყო, ვინც მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით და ამის გამო, რომ ლიტვის ხელისუფლებას სურს, რომ ქართული ოცნება არ იყოს ხელისუფლებაში, ამის გამო იმ მოსამართლეებს შეუზღუდა შესვლა. [...] 

ისე გაერთნენ განსაკუთრებით ეს სამი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა, ისე გაერთო ურჩხულებთან ბრძოლაში, რომ თავად ემსგავსება ურჩხულს.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესს, სადაც 6 მარტს მზია ამაღლობელის საქმეს განიხილავდნენ, ლიტვის ელჩი დარიუს ვიტკაუსკასი და ნორვეგიის და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

კომენტარები