კობახიძე პროცესებზე ელჩების დასწრებაზე: მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ჩარევაა

ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ეს არის დღესავით ნათელი. მე ყველას მოვუწოდებ, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, მისი პრინციპები. ასევე დაიცვან კონვენციები, რომლითაც არიან შებოჭილი უცხოელი ელჩები, რომლებიც მუშაობენ საქართველოში. დღემდე სამწუხაროდ, ეს პრინციპები და კონსტიტუციური ნორმები დაცული არ არის, იმედია, მომავალში ეს ყველაფერი გამოსწორდება.

ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე ელჩების სასამართლოზე დასწრებაზე. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესს, სადაც 6 მარტს მზია ამაღლობელის საქმეს განიხილავდნენ, ლიტვის ელჩი დარიუს ვიტკაუსკასი და ნორვეგიის და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

კომენტარები