რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ჯონსონი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებაზე: ეს მხოლოდ დროებითი პაუზაა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და რესპუბლიკური პარტიის კონგრესმენი მაიკ ჯონსონი
Tom Brenner/AFP via Getty Images

აშშ-ს კონგრესის სპიკერი, მაიკ ჯონსონი დონალდ ტრამპის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ეს მხოლოდ დროებით პაუზაა". ამის შესახებ ჯონსონმა რესპუბლიკური პარტიის კონფერენციაზე ისაუბრა.

"ეს მხოლოდ დროებითი შეჩერება და გადატვირთვის გაკეთებაა. პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება, იმოქმედოს როგორც მთავარსარდალმა, რათა გამოიყენოს ის სტრატეგია, რომელიც მას და მის გუნდს საუკეთესოდ მიაჩნიათ. ეს არ ნიშნავს, რომ ის ცვლის ან მიმართულებას უცვლის იმას, რაც კონგრესმა დაადგინა". - თქვა ჯონსონმა.

ამასთან, ჯონსონმა ზელენსკის მოუწოდა დაბრუნდეს ვაშინგტონში, "რათა გამოასწოროს ის შოკისმომგვრელი მოვლენები, რაც გასულ კვირაში ოვალურ კაბინეტში მოხდა".

ჯონსონის თქმით, უკრაინამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოაწეროს ხელი იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას.

კომენტარები