ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ აშშ-ს სახელმწიფო. დეპარტამენტის პრესსპიკერის კომენტარს ავრცელებს, სადაც აღნიშნულია აზერბაიჯანის მთავრობის მხრიდან ჟურნალისტების, აქტივისტების, უფლება დამცველებისა და ოპოზიციონერების მასობრივი დევნა.
პრესსპიკერი ხაზს უსვამს აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ბოლოდროინდელ მიმართვებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ღირებულების დაცვის შესახებ და ამბობს, რომ აშშ აზერბაიჯანიდან ელის, რომ ამასთან დაკავშირებულ წუხილებს ალიევის მთავრობა სერიოზულად მიიღებს.
გთავაზობთ სრულ კომენტას, რომელსაც რაუფოღლუ ავრცელებს:
"აზერბაიჯანელი ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ოპოზიციური ფიგურების დაკავებების გაგრძელება უკიდურესად შემაშფოთებელია.
როგორც ვიცეპრეზიდენტმა ვენსმა ხაზგასმით აღნიშნა, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი გამოხატვის თავისუფლებას, შევაჩეროთ ცენზურა და უარვყოთ ოპოზიციის ჩახშობა, და ველით, რომ აზერბაიჯანის მთავრობა ამ გზავნილს სერიოზულად მიიღებს"





