საქართველოს პარლამენტი

კომიტეტმა კანონმდებლობიდან ტერმინ "გენდერის" ამოღებას 1-ელი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს კანონმდებლობიდან ტერმინი "გენდერის" ამოღებას ივანიშვილის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

რეჟიმის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გენდერული თანასწორობის შესახებ კანონს შეცვლილი სახელწოდებით ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ კანონი ერქმევა.

"ბიოლოგიური სქესი პარალელურად, საქართველოს კანონმდებლობაში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, უცხოური გავლენისა და მათი წარმომადგენლების აქტიური ლობირებით, მიზანმიმართულად ხდებოდა ხელოვნური ტერმინის - "გენდერის" დანერგვა. აღნიშნული წარმოადგენდა მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების ერთგვარ ანარეკლს და სახელმწიფოსთვის, რიგ შემთხვევებში, გადაულახავ დაბრკოლებას წარმოადგენდა აღნიშნული ტენდენციის საწინააღმდეგო მიმართულებით პრინციპული პოზიციის დაკავება." - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

განმარტებით ბარათში ხაზგასმულია, რომ "აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობიდან ისეთი ხელოვნურად შექმნილი ტერმინის ამოღება, როგორიცაა "გენდერი" და მის ნაცვლად საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცება". 

კანონპროექტით ხდება იმ ნორმების ამოღება, რომლებიც ადგენს საქართველოს პარლამენტში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული თანასწორობის საბჭოსა და მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის ვალდებულებას.

კომენტარები