რეჟიმის სასამართლომ მათე დევიძე კვლავ პატიმრობაში დატოვა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს, სასამართლო ჩვენება მისცეს მოწმეებმა - სამედიცინო ექსპერტმა და ექიმმა.
ბრალდების მხარემ მათე დევიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა, პროკურორის მტკიცებით, არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმალვის ან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
დაცვის მხარე ითხოვდა დევიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადახედვას და მის მიმართ გირაოს გამოყენებას.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა - დევიძე პატიმრობაში დატოვა.
პოლიციამ 2003 წელს დაბადებული მათე დევიძე 19 ნოემბერს, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, დააკავა.
დევიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





