გზების დეპარტმანეტის ინფორმაციით, რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზე ჩამოწვა ზვავი, რის შედეგადაც 4 მანქანა დაზიანდა და არავინ დაშავებულა.
"რიკოთის მონაკვეთის 141-ე კმ-ზე ჩამოწვა ზვავი, რის შედეგადაც დაზიანდა 4 ავტომანქანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ჩამოწოლილი ზვავის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მიმდინარეობს შეფერხებით. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გზის წმენდის სამუშაოები. გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება." - წერია განცხადებაში.





