ის, რაც დღეს გურიაში ხდება, არის სახელმწიფოს გულგრილობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ. თოვლმა რეგიონი სრულად ჩაკეტა – ადამიანები აღმოჩნდნენ მიტოვებულები დენის, წყლისა და გზის გარეშე, ხოლო ე.წ. ხელისუფლება, რომელიც ხალხის სამსახურში უნდა იდგეს, საერთოდ არ არსებობს! მართლა რა გაჩერებთ კაბინეტებში? ამ მასშტაბის სტიქიის დროს არ უნდა ჩადიოდეთ ხალხთან?! ამ ფონზე როცა ასე უჭირთ მოქალაქეებს და თქვენ არ გცალიათ მათთვის, მოიცალეთ ევროკავშირის ელჩზე შეტევისთვის და მთელი ევროპისთვის თავზე გადასავლელად. ესეც არ იკმარეთ და ზემოდან კიდევ მორალს კითხულობთ – მართლა ამორალურები ხართ! ე.წ. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ტოვებს უბედურებაში, საერთოდ არ უნდა არსებობდეს! ჩვენ ერთად გადავურჩებით ამ კრიზისსაც და მალე დავასრულებთ იმ არალეგიტიმური რეჟიმის არსებობასაც, რომელიც ყოველდღე ანგრევს ჩვენს ქვეყანას!
სტიქია დასავლეთ საქართველოში
ვაშაძე: ე.წ. ხელისუფლება, რომელიც მოქალაქეებს ტოვებს უბედურებაში, არ უნდა არსებობდეს
tbl.ge/737e
დაკოპირდა

ამბობს კოალიცია ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე.
ამავე თემაზე
- დასავლეთ საქართველოში ელ.ენერგია შეზღუდვით მიეწოდება 60 000-მდე აბონენტს - Energo-Pro Georgia
- იოსელიანი: სტიქიასთან დაკავშირებით, ღონისძიებების არაეფექტიანობა კიდევ ერთხელ გამოვლინდა
- ონის მერია: მეწყრულმა პროცესებმა სოფლებში საგზაო და სამშენებლო ინფრასტრუქტურა დააზიანა
- კობახიძე სტიქიაზე: შეფასდა ზარალი, ვემზადებით დაზარალებულ ოჯახებზე კომპენსაციების გასაცემად
- ხაშურში მთის ფერდობიდან მიწის მასა და ხეები ჩამოიშალა – საგანგებო




