სტიქია დასავლეთ საქართველოში

ონის მერია: მეწყრულმა პროცესებმა სოფლებში საგზაო და სამშენებლო ინფრასტრუქტურა დააზიანა

ონის მერია

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სოფელ უწერაში, ჯინჭვისსა და ბარში მეწყრულმა პროცესებმა სხვადასხვა სახის საგზაო და სამშენებლო ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია. 

"შექმნილია სტიქიის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი, ასევე მონიტორინგის ფარგლებში 19 თებერვალს, სტიქიის ზონები, შეფასების მიზნით, ადგილზე მოინახულა, მუნიციპალიტეტის მიერ მოწვეულმა გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტმა (გეოლოგმა) რომლის მიერაც მოხდება შეფასება და მომზადდება დასკვნა, ხოლო შესაბამისი სამსახურების მიერ გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებები აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გატარდება" - წერია ონის მერიის გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები