აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით, რუსული პროპაგანდისტული მედია Sputnik Azerbaijan დაიხურა.
"როსია სეგოდნიას(სპუტნიკი) წარმომადგენლობა აზერბაიჯანში დახურულია". – თქვა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
წარმომადგენლის განმარტებით, მედია არ აკრძალულა აზერბაიჯანში, მას შეუძლია მიიღოს აკრედიტაცია ერთი ჟურნალისტისთვის.
სპუტნიკი რუსული პროპაგანდისტული მედიაა, რომელიც 2013 წელს ვლადიმირ პუტინის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა. მედიის ხელმძღვანელები ცნობილი კრემლის პროპაგანდისტები მარგარიტა სიმონიანი და დმიტრი კისილიოვი არიან.
ცოტა ხნით ადრე ბაქოში რუსული კულტურისა და მეცნიერების ცენტრი "რუსული სახლი" დაიხურა.
აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც თითქმის დადასტურდა, რომ Azerbaijan Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული საჰაერო სისტემა გახდა.