ჩვენი ამოცანა არის, დაახლოებით ეკონომიკური ზრდის იგივე მაჩვენებელზე გავიდეთ, რაც გვქონდა 2024 წელს, შარშან ზრდამ შეადგინა 9.5%, სავსებით რეალურია ასეთი მაჩვენებლის გამეორება მიმდინარე წელსაც.
ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ ქვეყნის განვითარების საპირისპირო მიმართულებით წარმართვას, თუმცა, მათ გეგმებს, რა თქმა უნდა, განხორციელება არ უწერია, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არის თავიდან ბოლომდე რთულ მდგომარეობაში, რბილად რომ აღვნიშნოთ.
პირველად, გასული ოცი წლის განმავლობაში კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა არ არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შეუფერხებლად განვითარდეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემა. ჩვენ ეს დაპირება მივეცით ქართულ საზოგადოებას, ეს დაპირება შესრულდა დიდწილად და განვაგრძობთ, რა თქმა უნდა, ამ დაპირების შესრულებას. რადიკალიზმის გარეშე ჩვენი დემოკრატიული სისტემა ბევრად უფრო სწრაფად განვითარდება და ბევრად ნაკლები შეფერხება ექნება ასეთ პირობებში ჩვენს ეკონომიკურ წინსვლასაც და ზოგადად განვითარებას ყველა მიმართულებით.





