საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები

შენგელიასა და შერმადინს ბრწყინვალების ორდენზე წარვადგენთ – კობახიძე

ივანიშვილის პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ყველა წევრს ღირსების ორდენზე, ხოლო 2 მათგანს: თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინს კი ბრწყინვალების ორდენზე წარადგენენ.

"მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრებისა და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების ღირსების ორდენზე წარდგენის თაობაზე. 2 კალათბურთელი გამოვარჩიეთ: ჩვენი კაპიტანი, თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი, რომლებსაც განსაკუთრებული მიღწევები აქვთ. მათ ბრწყინვალების ორდენზე წარვადგენთ. მათი დაჯილდოება უახლოეს მომავალში მოხდება". - თქვა კობახიძემ.

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა დანია ანგარიშით 62-60 დაამარცხა და შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ევრობასკეტ 2025-ზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

კომენტარები