საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები

ილიას ზუროსმა საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა

ილიას ზუროსმა საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ინფორმაცია კალათბურთის ფედერაციამ დაადასტურა. 

"მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის დასრულებასთან ერთად, საქართველოს ნაკრებში მთავარი მწვრთნელის კონტრაქტი ამოიწურა, რითიც ჩვენს ეროვნულ გუნდში ილიას ზუროსის ერა დასრულდა. ბერძენი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს მის ყველაზე მაღალ საფეხურზე ემშვიდობება, რომელზეც მისი დიდი დამსახურებით ავიდა და პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევით პლანეტის 16 საუკეთესო გუნდში მოხვდა.

ილიას ზუროსზე დიდხანს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი არავინ ყოფილა და არც მასზე დიდი შედეგისთვის მოუღწევია ვინმეს. რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობის წარმატებები იყო თავის დროზე B-დან A დივიზიონში გადასვლა, ევროპის ჩემპიონატზე პირველად და მას შემდეგ ზედიზედ 4-ჯერ გასვლა, თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა პირველი და უპრეცედენტო შედეგია, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ილიას ზუროსის ხელმძღვანელობითა და სამწვრთნელო შტაბის დახმარებით მოახერხა [...] ემოცია და სიხარული, რომელიც ილიას ზუროსის წინამძღოლობით საქართველოს ნაკრებმა ქართველ გულშემატკივარს მოუტანა, შეუფასებელია და კალათბურთისა და სპორტის მოყვარულებს კიდევ დიდი ხანი გაჰყვებათ". - წერია კალათბურთის ფედერაციის განცხადებაში.

ილიას ზუროსი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2016 წლიდან მოყოლებული წვრთნიდა. 

 

კომენტარები