საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები

საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს ახალი ლეგიონერი ჰყავს – ჯო ტომასონი

საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს ახალი ლეგიონერი ჰყავს. კალათბურთის ფედერაციის ცნობით, ნაკრებში თელ ავივის მაკაბის 30 წლის უკანახაზელი, ჯო ტომასონი ითამაშებს.

ჯო ტომასონმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის ივლისში კონტრაქტი რუსულ კლუბთან, სანქტ-პეტერბურგის ზენიტთან გააფორმა, რის გამოც, კრიტიკა დაიმსახურა. კრიტიკის გამო, იმ პერიოდში, მან ტვიტერის საკუთარი გვერდი გააუქმა. ტომასონმა რუსული გუნდი 6 თვეში დატოვა და 2023 წლის იანვარში ბერძულ პრომითეას პატრასს შეუერთდა.

წარმოშობით ამერიკელმა კალათბურთელმა, ჯო ტომასონმა კარიერა 2016 წელს დაიწყო. მას ამ დრომდე, 10 სხვადასხვა კლუბში უთამაშია.

კომენტარები