აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, გამოცემა DailyMail-თან ილაპარაკა.
ვენსი გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას, იმის შესახებ, რომ "ტრამპი რუსეთის მიერ შექმნილ დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს".
"იდეა, რომ ზელენსკი აპირებს პრეზიდენტის აზრის შეცვლას საჯარო მედიაში მისი ცუდი მოხსენიებით, ყველა, ვინც პრეზიდენტს იცნობს, გეტყვით, რომ ეს არის ამ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის საშინელი გზა". – თქვა ვენსმა.
აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ზელენსკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის საკითხზე "ცუდი რჩევა მისცეს".
ვენსი აღნიშნავს, რომ გასული სამი წლის განმავლობაში ზელესნკის არავინ მისცა შენიშვნა.





