რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში იური უშაკოვი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩავიდნენ.
რამდენიმე საათით ადრე საუდის არაბეთში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავიდა.
18 თებერვალს, საუდის არაბეთში უკრაინის ომის საკითხზე აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.
შეხვედრაზე არ არიან მიწვეულები უკრაინის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.
"უკრაინა არ მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას. უკრაინამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. უკრაინა უშედეგოდ მიიჩნევს ნებისმიერ მოლაპარაკებებს უკრაინაზე, უკრაინის ჩართულობის გარეშე. და ჩვენ ვერ ვაღიარებთ ნებისმიერ შეთანხმებას ჩვენს შესახებ, რომელიც ჩვენს გარეშე შედგა. და ჩვენ არ ვაღიარებთ ასეთ შეთანხმებებს". – ამ სიტყვებით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრას.
საუდის არაბეთში რუსი და ამერიკელი მაღალჩინოსნების ჩასვლის პარალელურად პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით, ევროპის ლიდერების შეხვედრა იმართება.