ანა დოლიძე

დიდუბის წალკოტის შემდეგ, ანა დოლიძე დიღმის სამოთხეს გვპირდება

facebook.com/PresidentMargvelashvili

როგორც დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ანა დოლიძე განმარტავს, მიზეზი, რატომაც დიდუბე-ჩუღურეთში იყრის კენჭს არის ის, რომ ამ უბანს ორგანულად იცნობს და იცის, რამხელა პოტენციალიც აქვს მას. 

დოლიძის აზრით, დიღმიდან შესაძლებელია პოსტინდუსტრიული სამოთხე გამოვიდეს. მისი თქმით, ამის საშუალებას ეს ხელისუფლება არ იძლევა. 

"ძალიან კარგად ვიცი დიღმის მასივის სოციალური სამყარო, მისი თვითმყოფადობა, დიდი დიღმის ტყე-პარკში ვვარჯიშობდი, დავრბოდი, ორგანულად ვიცნობ ამ უბანს და პლუს ამას, ვიცი, რამხელა პოტენციალი აქვს, რა მართლაც პოსტინდუსტრიული სამოთხე შეიძლება იქიდან გამოვიდეს, რის საშუალებასაც ეს ხელისუფლება არ გვაძლევს, ამიტომ დიდუბე-ჩუღურეთი". - ამბობს დოლიძე. 

გუშინ, 30 ივლისს, ანა დოლიძემ ასევე თქვა, რომ დიდუბე-ჩუღურეთი ის ადგილია, სადაც თამარ მეფემ დავით სოსლანთან გადაიხადა ქორწილი, რადგან იქ იყო აბსოლუტური წალკოტი. 

"21-ე საუკუნეში, დიდუბე-ჩუღურეთს, თბილისსა და საქართველოს სჭირდება სულ სხვა, ახალი ტიპის პოლიტიკოსი, ახალი ტიპის ხედვები. ტექნიკური შესაძლებლობებით ჩვენ დღეს გვჭირდება Iphone 11, მაშინ, როდესაც გვაქვს ფანრიანი ტელეფონი”. - თქვა დოლიძემ. 

კომენტარები