მთავარი არხი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და იმ გადაცემების ჩამონათვალს ასაჯაროვებს, რომელიც მათივე თქმით, არხის თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმინილი ფინანსური კრიზისის გამო ეთერში ვეღარ გავა.
ცნობისთვის, აქამდე მთავარმა არხმა ვებსაიტზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ არხის თანადამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი "მთავარ არხს აჩერებს".
"მთავარი არხის თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა და ყოველდღე დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ჩვენ აღარ გვაქვს ყოველდღიური ოპერირების სახსრები.
გადაცემები, რომლებიც ვერ გავა ეთერში:
- საინფორმაციო გამოშვებები
- სპეც-ეთერები
- პოსტ-ფაქტუმი
- მთავარი შაბათს
- დღის სტუმარი
- განსხვავებული აქცენტები
- ღამის მთავარი
- შენი დილა
- შენი შუადღე
- შენი შუაღამე
- ლიტერატურული სამკუთხედი
- მთავარი მსოფლიოში
ამ დროისთვის "მთავარი არხის" ეთერში გადის მხოლოდ ჩაწერილი გადაცემები, ძველი პროგრამების გამეორებები, სერიალები და ფილმები.
ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გამოვნახოთ ალტერნატიული სახსრები სრულყოფილი ეთერის აღსადგენად". - წერია განცხადებაში.