ქართული ოცნების კანონპროექტით, მატარებლის დანიშნულების ადგილამდე დაგვიანებით ჩასვლის შემთხვევაში, მგზავრები გარკვეული სახის კომპენსაციას მიიღებენ.
"კანონპროექტით, მატარებლის დანიშნულების პუნქტში დაგვიანებით ჩასვლის შემთხვევაში, მგზავრებისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებაა გათვალისწინებული. 60-დან 120 წუთამდე დაგვიანების შემთხვევაში, ბილეთის ფასის 25%-მდე - 120 წუთით, ან უფრო მეტი ხნით დაგვიანების შემთხვევაში კი ბილეთის ღირებულების 50%-მდე". - თქვა ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა პარლამენტში კანონპროექტის წარდგენის დროს.
საქართველოს სარკინიგზო კოდექსში შესატანი ცვლილებები დღეს, ივანიშვილის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და 1-ელი მოსმენით მხარი დაუჭირეს.