სამშვიდობო მოლაპარაკებები

პესკოვმა ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის დეტალებზე ილაპარაკა

12 თებერვალს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ლიდერების საუბრის შესახებ ვრცელი განცხადება გააკეთა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მთავარი გზავნილები პესკოვის განცხადებიდან:

  • რუსეთმა დაიწყო აშშ-სთან მომლაპარაკებელი გუნდის ფორმირება, შემადგენლობას მოგვიანებით ვლადიმირ პუტინი გამოაცხადებს;
  • კრემლი არ ამხელს თუ ვისი ინიციატივით შედგა ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი;
  • ამ ეტაპზე რუსეთი აშშ-დან მომლაპარაკებლების ვიზიტს არ ელის;
  • პუტინი და ტრამპი შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ როგორც ერთმანეთთან, ისე მოადგილეებთან კონტაქტს;
  • კრემლს მიაჩნია, რომ ტრამპის და პუტინის საუბარი მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლებში აშშ-სთან უმაღლეს დონეზე კონტაქტი გაწყვეტილი იყო;
  • ლიდერებს არ უსაუბრიათ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეჩერების შესახებ, რუსეთს მიაჩნია, რომ სანქციები უკანონოა;
  • ლიდერებს არ უსაუბრიათ ყირიმისა და ოთხი ახალი რეგიონის შესახებ;
  • ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ჯერ დეტალურად არ დაგეგმილა;
  • მოლაპარაკებებში მონაწილეთა ზუსტი შემადგენლობა უცნობია, განიხილება ჩინეთი;
  • ტრამპმა და პუტინმა ილაპარაკეს ენერგროსექტორის შესახებ;
  • კრემლი მიესალმება აშშ-ს ადმინისტრაციის პოზიციას, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში ომი მალე დასრულდეს;
  • რუსეთი ყოველთვის გაითვალისწინებს მინსკის შეთანხმებას;
  • ამ ეტაპზე უცნობია როდის და სად შეხვდებიან ერთმანეთს პრეზიდენტები;

იმავე დღეს დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბარი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც.

კომენტარები