აშშ-უკრაინა

ზელენსკი: მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან - გამოვხატეთ მზადყოფნა მუშაობისთვის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ სატელეფონო საუბარი ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან.

ზელენსკის თქმით, ლიდერებმა მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობებზე და მათი ერთობლივი მუშაობის მზადყოფნაზე ისაუბრეს.

"მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან  - ვისაუბრეთ მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობებზე, გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა ერთად მუშაობისთვის, გუნდურ დონეზე - ასევე უკრაინის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე, მათ შორის დრონებზე და სხვა თანამედროვე ინდუსტრიებზე.

მადლობელი ვარ პრეზიდენტ ტრამპის, მისი ინტერესისთვის იმაზე, რაც ჩვენ ერთად შეგვიძლია რომ შევასრულოთ

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ჩემს დისკუსიაზე სკოტ ბესენტთან და ეკონომიკური კოოპერაციის, სარესურსო პარტნიორობის ახალი დოკუმენტის მომზადებაზე.

პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე გამიზიარა მისი და პუტინის საუბრიდან დეტალები

არავის სურს მშვიდობა უკრაინაზე მეტად - ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ვგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს, რომ შევაჩეროთ რუსული აგრესია და ვუზრუნველყოთ მდგრადი, საიმედო მშვიდობა.

ჩვენ შევთანხმდით, რომ სამომავლოდ კონტაქტს შევინარჩუნებთ". - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

კომენტარები