ჯერ კიდევ მაშინ, როცა სპეცრაზმი და წყლის ჭავლიც არ იყო გამოყვანილი, შემომეხვივნენ გარსს და სრულიად აბსურდულ სიტუაციაში, მედიის წარმომადგენლებთან ერთად ვიდექი, ბევრ სხვა ჟურნალისტთან ერთად, დამაკავეს, მაგრამ დაკავებამდე მცემეს. რამდენიმე წუთიანი ცემის შემდეგ ახსენა ვიღაცამ, რომ აი, ეს დააკავეს. ამის შემდეგ გადამცეს საპატრულო პოლიციას და გადამიყვანეს განყოფილებაში, სადაც დამხვდა გაყალბებული ოქმი, სადაც ეწერა, რომ ვითომ ვიგინებოდი ხმამაღლა. რა თქმა უნდა, ხელის მოწერაზე უარი ვუთხარი, მე ჩემს პროფესიულ საქმიანობას ვაკეთებდი, აქციაზე ვიყავი კამერებით. ერთადერთი ალბათ უნდა ვკითხო, რა უყვეს ჩემს კამერებს, სადმე ხომ არ დაალომბარდეს, რადგან დღემდე გამქრალია და იმედი მაქვს, ასევე, რომ ჩემი გატეხილი ცხვირით რამე ხომ არ ვატკინე ვინმეს და უარეს შედეგს ხომ არ მივიღებ.
რუსული რეჟიმი
ქეშელაშვილი: იმედია, გატეხილი ცხვირით რამე არ ვატკინე ვინმეს და უარეს შედეგს არ მივიღებ
tbl.ge/72ks
დაკოპირდა

გამოცემა პუბლიკის რეპორტიორი, ალექსანდრე ქეშელაშვილი შსს-ს მიერ მის წინააღმდეგ სასამართლოსთვის მიმართვას ეხმიანება.
29 ნოემბერს ალექსანდრე ქეშელაშვილი პარლამენტთან ჟურნალისტურ მოვალეობას ასრულებდა, აშუქებდა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას, რა დროსაც ის სპეცრაზმელებმა დააკავეს და სასტიკად სცემეს.
13 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ქეშელაშვილის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს მიმართა. უწყება ჟურნალისტს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
პუბლიკის ჟურნალისტიალექსანდრე ქეშელაშვილიპუბლიკასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროაქციაზე დაკავებულებისაპროტესტო აქციებირუსული რეჟიმი
ამავე თემაზე
- ზურაბ მენთეშაშვილს 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს – ის ციხეს 2 თვეში დატოვებს
- მერიამ და შსს-მ 26 მაისის აქციისთვის კონტრაქციის მოწყობაზე ალიანსს უარი უთხრა – გვარამია
- აქციაზე გზის "გადაკეტვის" გამო 2 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
- აქციაზე გზის "გადაკეტვის" გამო 2 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
- როცა იყო პროკურატურა მზად, მაშინ გადაიდგა ნაბიჯი - პაპუაშვილი სპეცრაზმელების დაკავებაზე




