რუსული რეჟიმი

"პუბლიკის" რეპორტიორის, ალექსანდრე ქეშელაშვილის წინააღმდეგ შსს-მ სასამართლოს მიმართა

პუბლიკა

გამოცემა პუბლიკის ნაცემი რეპორტიორის, ალექსანდრე ქეშელაშვილის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს მიმართა.

ცნობისთვის, საუბარია 28 ნოემბრის ღამეს მომხდარ შემთხვევაზე, სადაც ალექსანდრე ქეშელაშვილი პარლამენტთან, ჟურნალისტური მოვალეობის შესრულებისას სპეცრაზმელებმა, ნიღბიანებმა დააკავეს და გარკვეული დროის განმავლობაში სასტიკად გაუსწორდნენ ფიზიკურად.

"პუბლიკის" ნაცემი რეპორტიორის, ალექსანდრე ქეშელაშვილის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს მიმართა.

საუბარია 29 ნოემბერს [28 ნოემბერის ღამე] განვითარებულ მოვლენებზე – ალექსანდრე ქეშელაშვილი პარლამენტთან საკუთარ ჟურნალისტურ მოვალეობას ასრულებდა – აშუქებდა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას, რა დროსაც ის სპეცრაზმელებმა, ნიღბიანებმა დააკავეს და გარკვეული ხნის განმავლობაში სასტიკად სცემდნენ.

პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ კი მისთვის ცნობილი გახდა, რომ დაკავებული იყო ადმინისტრაციული წესით.

შსს მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება - ეს მუხლები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს. ქეშელაშვილი არ დაეთანხმა პოლიციელთა მიერ შევსებულ დაკავების ოქმს და მაშინვე უარი განაცხადა მასზე ხელმოწერაზე.

მას საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ცხვირზე ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. მასზე ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. საქმეზე ამ დრომდე არ დასჯილა ძალოვანი უწყების არცერთი წარმომადგენელი.

ადმინისტრაციულ წარმოებაზე პროცესი 25 თებერვალს 16 საათზეა ჩანიშნული". - წერია გამოცემა პუბლიკის განცხადებაში.

კომენტარები