ლარი დოლართან 0.85 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან - 2.56 თეთრით. 12 თებერვლის ვაჭრობის შედეგებით, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8089 ლარია, ერთი ევროსი - 2.9145 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.86 ლარი ღირს, 1 ევრო - 2.96 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.82 ლარია, ევროსი - 2.92 ლარი.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს.