ივანიშვილის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ერეკლე ღვინიანიძემ თანამდებობა დატოვა - ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.
თავდაპირველად, ღვინიანიძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია მთავარმა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.
ღვინიანიძე მოადგილედ 2022 წელს დაინიშნა.