ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ხოშტარია: ვმუშაობთ იმ პირთა სანქცირებაზე, ვინც მონაწილეობს საქმეების უკანონოდ შეკერვაში

მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა საკოორდინაციო პლატფორმა პრეზიდენტთან, სადაც პრაქტიკულად ყველა  პოლიტიკური მოთამაშე ერთად ვისხდებით და რეგულარულად ვისაუბრებთ ყველა საკითხზე - ბუნებრივია, პოლიტპატიმრები ჩვენი ყველას პრიორიტეტია.

ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი თავად იტყვის, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ იმ ადამიანების სანქცირებაზე, რომლებიც არიან ჩართულები ამ პოლიტიკური საქმეების აბსოლუტურად არაკონსტიტუციურად, უკანონოდ შეკერვაზე (იქნება ეს ცრუ მოწმეები, მოსამართლეები თუ ა.შ.) - ეს სიები ყველას გაგვაჩნია, NGO-ებს აქვთ, ჩვენ გვაქვს და შევაჯერებთ.

ასევე გვექნება საერთო პოზიციონირება საერთაშორისო ფორმატებში ჩვენს პარტნიორებთან და ზოგადად, ვითანამშრომლებთ ამ პროტესტის პროცესში რომელიც არის გადამწყვეტი ამ ხელისუფლების დემონტაჟისთვის.

თქვა, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ  ოპოზიციური პარტიების სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები