ისინი ვერ ელევიან რეალურად პირველი - ფულს, პარტიული დაფინანსება, დეპუტატების დაფინანსება, ნუ, სკამები პარლამენტში, რა თქმა უნდა, ისინი ამ ყველაფერს ვერ ელევიან. თუმცა, მე მაინც მინდა, იმედი დავიტოვო, რომ საქართველოს პარლამენტში ეს 12 ნაციონალიც არ დარჩება.
ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენი დემოკრატიული სისტემა საბოლოოდ გაჯანსაღდეს. 2028 წლისთვის სრულიად სხვა მოცემულობით უნდა შეხვდეს ჩვენი ქვეყანა საპარლამენტო არჩევნებს. ნაციონალები აღარ უნდა იყვნენ აქტუალური 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მათ შორის ეს ეხება სააკაშვილის , გვარამიას, ხაზარაძის, გახარიას პარტიას, უკლებლივ ოთხივე ნაციონალურ პოლიტიკურ პარტიას.