ნიდერლანდები-უკრაინა

უკრაინამ ნიდერლანდებისგან F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები მიიღო

ბელგიისა და ნიდერლანდების F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები
Jerry Lampen/Getty Images

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის ინფორმაციით, უკრაინამ ნიდერლანდებისგან F-16 ტიპის ამერიკულ ავიაგამანადგურებლების მორიგი პარტია მიიღო.

"ეს თვითმფრინავები, ფრანგულ Mirage-ის გამანადგურებლებთან ერთად, მალე საბრძოლო მისიებს შეასრულებენ და ჩვენს თავდაცვას გააძლიერებენ" – დაწერა უმეროვმა Facebook-ზე.

უკრაინამ ნიდერლანდებისა და დანიისგან დაპირებული F-16-ები უკვე მიიღო და რუსული სარაკეტო იერიშების დროს საბრძოლო მოქმედებებში ჩართო. პირველი ავიაგამანადგურებლები უკრაინას 2024 წლის აგვისტოში მიეწოდა.

Kyiv Independent-ის ინფორმაციით, ჰააგაში, უმეროვის ნიდერლანდელ კოლეგასთან, რუბენ ბრეკელმანსთან  შეხვედრის მთავარი თემა F-16-ების პროგრამა იყო.

ამასთანავე, უმეროვის თქმით, ნიდერლანდები უკრაინელი პილოტების, ინჟინრებისა და ტექნიკოსების მომზადებას გააგრძელებს.

ამასთან ერთად, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ, დღეს, 6 თებერვალს, საკუთარ X-ზე დაწერა, რომ ფრანგული ავიაგამანდგურებელი Mirage 2000-ების ნაწილი უკვე უკრაინაშია. 

ლეკორნუს არ დაუზუსტებია, თუ რამდენი თვითმფრინავი მიიღო უკრაინამ.

აქამდე საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ამბობდა, რომ უკრაინისთვის ფრანგული ავიაგამანადგურებლების გადაცემა 2025 წლის პირველ მეოთხედში იგეგმებოდა.

კომენტარები